
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
ტრადიციულად პირველები
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლის ეკოკომიტეტმა - ,,ეკოგმირები”გამართა საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან. ქუჩებსა და სკვერებში დაარიგა საინფორმაციო ბუკლეტები. გააკრა სარეკომენდაციო გამაფრთხილებელი ნიშნები დანაგვიანების აკრძალვით. ბოლოს დაგვირგვინდა კონფერენციით, რომელზეც შეაჯამეს ეკოკომიტეტის ერთწლიანი მუშაობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პრეზენტაციები ლოკალურ გარემოში აბიოტური ფაქტორების დაბინძურების მიზეზებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე. ასევე, მოეწყო მე 6, მე-7 კლასის მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთების გამოფენა- ,, ვაჩუქოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე!!!" პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი სკოლის ხელოვნების პედაგოგი მარიამ ჩოქური და მე-6-გ კლასის ბუნებისმეტყველების პედაგოგი ნესტან ბუცხრიკიძე, რომელიც ასევე არის ეკოკომიტეტის აქტიური წევრი. მათ გააცნეს დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნები და ამოცანები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი და ეკოკომიტეტის წევრი ქალბატონი ირმა წაქაძე, რომელმაც მოიწონა მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები და მიმართა მათ გაუფრთხილდნენ და იზრუნონ გარემოზე. აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზის - სათბურის აირების გამოყოფის შეჩერებასა და ნარჩენების შემცირების პროცესში. ისაუბრა სკოლის ეზოს გამწვანებაში ეკოკომიტეტის აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე. კონფერენცია შეაჯამა და დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ეკოკომიტეტის წევრი, ბიოლოგიის პედაგოგი ლელა გელაძე, რომელმაც დადებითად შეაფასა ეკოკომიტეტის მუშაობა. აღნიშნა, რომ გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულებულია.
https://www.facebook.com/photo?fbid=591985099590566&set=pcb.591985249590551
05/06/2023
08
ნოემბერი10
ნოემბერი21
ka.Feb21
ka.Mar29
ka.Jun19
ka.Sep
28
ნოემბერი
28
ნოემბერი03
ka.Apr02
ოქტომბერი02
ka.Dec23
ka.Sep14
ka.Jun18
ka.Jun08
ka.May02
ka.Jun11
ka.May06
ka.Apr24
ka.Mar19
ka.Mar
03
ოქტომბერი14
ka.Jul06
ka.Jun
06
ka.Dec06
ka.Dec07
ka.Dec08
ka.Dec08
ka.Dec21
ka.Dec10
ka.Feb
27
ka.Feb05
ka.Mar16
ka.Mar21
ka.Jun21
ka.Jun27
ka.Jun29
ka.Jun16
ka.Sep04
ოქტომბერი01
ნოემბერი14
ka.May