
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
ტრადიციულად პირველები
კლუბის მიზანი
ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, სასკოლო სამოქალაქო კლუბები კი სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო კლუბების დაარსებას იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. სასკოლო სამოქალაქო კლუბის აქტივობებში აქტიური მონაწილეობით მოსწავლეები შეძლებენ აკეთონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე, ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად და მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.