
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
ტრადიციულად პირველები
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის თინათინ ფრუიძის ხელმძღვანელობით 2016 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ,,ნორჩ ნატურალისტთა’’კლუბი. ამჟამად მასში გაწევრიანებულია საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებული VIII-XI კლასის 18 მოსწავლე. ,,ნორჩ ნატურალისტთა'' კლუბის მისიაა: მოსწავლეებს გაუწიოს მეგზურობა ქიმიისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა ლაბირინთში; დაეხმაროს სირთულეების დაძლევასა და ცოდნის კრიტიკულ შეფასებაში. კლუბის მუშაობა დაფუძნებულია წევრთა შორის თანამშრომლობაზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2016 წლის ოქტომბრიდან 2022“ მონაწილეობდა ,,ნორჩ ნატურალისტთა'' კლუბის რვა მონაწილე: ნინო ჩაჩანიძე, ლიზი ტატიშვილი, უჩა დარსალია, ელენე ბჟალავა, ოთო ინაძე, ანა ჯანაძე, კახა გიგინეიშვილი, მარიამ ღუღუნიშვილი.
კონკურსზე კლუბის მონაწილეებმა წარადგინეს პროექტი ,,ნაცარტუტა'', რომელიც წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებას და კვლევითი სამუშაოს ამსახველი ვიდეო რგოლი.
ჟიურის გადაწყვიტილებით, კონკურსის პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველ ადგილი დაიმსახურა სსიპ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის პროექტმა "ნაცარტუტა - სარეცხი საშუალება".
მკვლევართა კლუბი "ნორჩი ნატურალისტები" მიიღებს მონაწილეობას ვარშავის სამეცნიერო პიკნიკში (პოლონეთი, 2023 წელი, მაისი). პროექტის ამსახველი ვიდეო კი ნაჩვენები იქნება კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმზე, რომელიც ა.წ. 17-18 ნოემბერს ვარშავაში გაიმართება."
08/11/2022
10
ნოემბერი21
ka.Feb21
ka.Mar29
ka.Jun19
ka.Sep
28
ნოემბერი
28
ნოემბერი03
ka.Apr02
ოქტომბერი02
ka.Dec23
ka.Sep14
ka.Jun18
ka.Jun05
ka.Jun08
ka.May02
ka.Jun11
ka.May06
ka.Apr24
ka.Mar19
ka.Mar
03
ოქტომბერი14
ka.Jul06
ka.Jun
06
ka.Dec06
ka.Dec07
ka.Dec08
ka.Dec08
ka.Dec21
ka.Dec10
ka.Feb
27
ka.Feb05
ka.Mar16
ka.Mar21
ka.Jun21
ka.Jun27
ka.Jun29
ka.Jun16
ka.Sep04
ოქტომბერი01
ნოემბერი14
ka.May