ნორჩი ნატურალისტები

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის თინათინ ფრუიძის ხელმძღვანელობით 2016 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ,,ნორჩ ნატურალისტთა’’კლუბი. ამჟამად მასში გაწევრიანებულია საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებული VIII-XI კლასის 18 მოსწავლე.

,,ნორჩ ნატურალისტთა'' კლუბის მისიაა:  მოსწავლეებს გაუწიოს მეგზურობა ქიმიისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა ლაბირინთში;  დაეხმაროს სირთულეების დაძლევასა და ცოდნის კრიტიკულ შეფასებაში. კლუბის მუშაობა დაფუძნებულია წევრთა შორის თანამშრომლობაზე.