
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
ტრადიციულად პირველები
„დიდგორელის“ 2023 წლის გამარჯვებული - დიმიტრი თეიმურაზიანი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მიმართვა პირველკლასელებისადმი:
,,მოგესალმებით ყველას! პირველ რიგში, ყველა მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით მინდა, დიდი სიყვარულით მოვულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომელთა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი და მრავალი თავგადასავლით სავსე ეტაპი იწყება. მინდა გითხრათ, რომ თქვენ გააკეთეთ უდავოდ სწორი არჩევანი, რადგან ეს სკოლა იყო და იქნება მუდამ პირველი! ამის მაგალითი ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც დავამთავრეთ ეს სკოლა. ამ სკოლამ არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა და ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ სკოლას ჰყავს საუკეთესო პედაგოგები! პედაგოგები, რომლებიც გილამაზებენ თითოეულ დღეს. ისინი, არა მხოლოდ, სრულყოფილ ზოგად განათლებას გაძლევენ, არამედ გიყალიბებენ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ჰუმანურ თვისებებს, რომლებიც საბოლოოდ პიროვნებად გაყალიბებთ. მინდა ყველას გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი წელი. იყავით შრომისმოყვარენი, არ დანებდეთ, გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენი სკოლა გაძლევთ და დამერწმუნეთ, თქვენ ყოველთვის იქნებით ტრადიციულად პირველები! არ შემიძლია, გზა არ დავულოცო მეთორმეტეკლასელებს, რომლებიც ამ წელს ამთავრებენ ამ სკოლას. მინდა, მათ გზა დავულოცო და ვუსურვო წარმატებული და პროდუქტიული წელი! მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საუკეთესო შედეგებს დადებენ ეროვნულ გამოცდებზე! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას!"
19/09/2023
08
ნოემბერი10
ნოემბერი21
ka.Feb21
ka.Mar29
ka.Jun28
ნოემბერი
28
ნოემბერი03
ka.Apr02
ოქტომბერი02
ka.Dec23
ka.Sep14
ka.Jun18
ka.Jun05
ka.Jun08
ka.May02
ka.Jun11
ka.May06
ka.Apr24
ka.Mar19
ka.Mar
03
ოქტომბერი14
ka.Jul06
ka.Jun
06
ka.Dec06
ka.Dec07
ka.Dec08
ka.Dec08
ka.Dec21
ka.Dec10
ka.Feb
27
ka.Feb05
ka.Mar16
ka.Mar21
ka.Jun21
ka.Jun27
ka.Jun29
ka.Jun16
ka.Sep04
ოქტომბერი01
ნოემბერი14
ka.May