წიგნის კლუბი

წიგნის კლუბის ჩამოყალიბების იდეა სკოლის ბაზაზე დაფუძნებული ,,იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის'' ფარგლებში გაჩნდა. 

,,იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის'' წევრების დამოუკიდებელ ინიციატივას სკოლაში წიგნადი ფონდის განახლება და მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

კლუბის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და კითხვის პოპულარიზაცია. 

პროექტი ხორციელდება შპს ,,კუმისი XXI''-ს ფინანსური მხარდაჭერით.