ხშირად დასმული კითხვები

1. ვისთვის არის განკუთვნილი პირველკლასელთა მიღების I ეტაპი? 

I ეტაპი განსაზღვრულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

2. როდის იწყება პირველკლასელთა მიღების I ეტაპი?

ა) ელექტრონული რეგისტრაციისათვის - 2025 წლის 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით პერიოდი;

2. ვისთვის არის განკუთვნილი პირველკლასელთა მიღების II ეტაპი?

II ეტაპი განკუთვნილია იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

3. როდის იწყება პირველკლასელთა მიღების II ეტაპი?

II ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაციისა და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად   განსაზღვრულია 2025 წლის 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჩათვლით პერიოდი.

4. ვისთვის არის განკუთვნილი პირველკლასელთა მიღების III ეტაპი?

პირველკლასელთა მიღების III ეტაპი განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან  I და II ეტაპზე გათვალისწინებულ პირთა წრეს.

5. როდის იწყება პირველკლასელთა მიღების III ეტაპი?

პირველკლასელთა მიღების III ეტაპისთვის განსაზღვრულია 2025 წლის 22 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით ჩათვლით პერიოდი.

6. როდის არის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის პერიოდი?

პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად მე-3 ეტაპზე გათვალისწინებული მოსწავლეებისათვის განსაზღვრულია 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით  პერიოდი. 

დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

7. ვისთვის არის განკუთვნილი პირველკლასელთა მიღების IV ეტაპი?

IV ეტაპი განკუთვნილია საჯარო სკოლაში გამოთავისუფლებულ/თავისუფალ ადგილებზე მოსწავლის  ჩასარიცხად.

8. როდის იწყება პირველკლასელთა მიღების IV ეტაპი?

IV ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

9. რომელი დუკუმენტებია საჭირო პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად?

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება,
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული.
  • მოსწავლის 2 ფოტოსურათი.
  • ჯანმრთელობის ცნობა აცრების ფურცელითან  ერთად .