
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
ტრადიციულად პირველები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლამ USAID საბაზისო განათლების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის მიზანია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების, ასევე მათში 21-ე საუკუნის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, საკუთარი სწავლის პროცესის მართვა და სხვა. ამ უნარების განვითარება უნდა მოხდეს როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე გაკვვეთილების მიღმა. პროექტის ფარგლებში, სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად, სკოლებში დაარსდა წიგნისა და იდეატორთა კლუბები.
ქვემო ქართლის რეგიონში სულ შეირჩა 10 საუკეთესო სკოლა. მათ შორის შერჩეული იყო ჩვენი სკოლაც. კლუბების მუშაობას ხელმძღვანელობდნენ ჩვენი სკოლის მასწავლებლები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების გამორჩეული სტუდენტები. კლუბების მუშაობას კონსულტაციებს უწევდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე.
კლუბების ფარგლებში განხორციელდა მოსწავლეებში წიგნიერებისა და ციფრული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სახალისო აქტივობები. მათ თავად შექმნეს საკუთარ ხელნაკეთი წიგნები. შემდეგ კი მათ მიერ შექმნილი წიგნები გააციფრულეს.
2023 წლის 18 ივნისს გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი და ინტერაქტიური წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოსწავლეებმა თავად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებითა და საჩუქრებით.
18/06/2023
08
ნოემბერი10
ნოემბერი21
ka.Feb21
ka.Mar29
ka.Jun19
ka.Sep
28
ნოემბერი
28
ნოემბერი03
ka.Apr02
ოქტომბერი02
ka.Dec23
ka.Sep14
ka.Jun05
ka.Jun08
ka.May02
ka.Jun11
ka.May06
ka.Apr24
ka.Mar19
ka.Mar
03
ოქტომბერი14
ka.Jul06
ka.Jun
06
ka.Dec06
ka.Dec07
ka.Dec08
ka.Dec08
ka.Dec21
ka.Dec10
ka.Feb
27
ka.Feb05
ka.Mar16
ka.Mar21
ka.Jun21
ka.Jun27
ka.Jun29
ka.Jun16
ka.Sep04
ოქტომბერი01
ნოემბერი14
ka.May